Friday, November 14, 2008

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი


პარიზის ნოტრ-დამი, დასავლეთის ფასადი.
სამხრეთის ფანჯრის ხედი შიგნიდან.პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), ასევე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი, გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოტიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.




მისამართი ბობურგი, IV რაიონი
პარიზი
აშენდა 1971–1977
არქ. სტილი კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი
დანიშნულება მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კვლევის ცენტრი
არქიტექტორი რ. პიანო & რ. როჯერსი
სტრუქტ. ინჟინრები Ove Arup & Partners, პ. რაისი
ვებგვერდი centrepompidou.fr
ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი (Centre national d'art et de culture Georges-Pompidou) (აშენდა 1971-77 წლებში) - მდებარე ბობურგის მოედანთან (ლე ჰალსა და მარეს უბნებთან), პარიზი. დიზაინი ეკუთვნის რენცო პიანოს, რიჩარდ როჯერსსა და ჯიანფრანკო ფრანჩინის. მასში მოთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა (Bibliothèque publique d'information) და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (Musée National d'Art Moderne). წარმოდგენილია მხატვრული მიმდინარეობები ფოვიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. მუზეუმში 50.000 ხელოვნების ნიმუშია დაცული (ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ნახაზები და ფოტოები) და მათგან მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარია სახალხოდ გამოფენილი.

მისი მდებარეობის გამო ცენტრი ცნობილია აგრეთვე, როგორც ბობურგი. ცენტრის ბრუტალისტური არქიტექტურა შესაძლოა აღმაფრენის წყარო ყოფილიყო იმავე სახელწოდების ბორგის კუბისთვის.




არქიტექტურა
შენობის არქიტექტურა ძალიან გამორჩეულია: ზოგიერთი კრიტიკოსი მას “ქალაქის ცენტრში ჩადგმულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას” ამსგავსებს. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისება გარე ფერადი მილსადენებია. ფერს გარკვეული მნიშვნელობა აქვს: ჰაერის კონდიციონირების მილები ლურჯია, წყლის გაყვანილობისა - მწვანე, ხოლო ელქტრობისა კი - ყვითელი. ესკალატორები წითელია. თეთრი მილები მიწისქვეშა ზონის ვენტილაციისთვისაა. პომპიდუს ცენტრის შენობის ჩონჩხის დამაკავშირებელი ლითონის სვეტებიც კი გარეთაა გამოტანილი.

არქიტექტორის მიზანი იყო შენობის დამხმარე ელემენტების (ელექტრობა, წყალი, მისთ.) შენობის ჩონჩხის გარეთ გატანა იყო და შედეგად, შენობის “უკუღმა” მოტრიალება. ასეთი წყობა შენობის სასარგებლო ფართის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, ანუ უფრო მეტი ადგილი რჩება ექსპონატთა გამოსაფენად. შენობის ამგვარი იდეა ეყრდნობოდა სედრიკ პრაისის “მხიარული სასახლის” პროექტს (1964).

ცენტრს სახელი ჟორჟ პომპიდუს პატივსაცემად დაერქვა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 1969-1974 წლბეში და დამთვალიერებელთათვის 1977 წლის 31 იანვარს გაიხსნა.

ჟორჟ პომპიდუს მოედანი მუზეუმის წინ ცნობილია ქუჩის მსახიობთა (მიმიკოსთა და ჟუნგლიორთა) საყვარელ ადვილად.

სახალხო ტრანსპორტი: მეტრო პომპიდუ, ლე ჰალი, საგარეუბნო მატარებელი შატელე-ლე-ჰალი.